Twitter-მა მასკი პირობების დარღვევაში დაადანაშაულა

კომპანია Twitter-ის იურისტებმა ბიზნესმენი ილონ მასკი პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. საუბარია ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ პირობაზე.

"სულ ახლახანს დამირეკეს Twitter-ის იურიდიული სამსახურიდან იმის გამო, რომ გამოეხატათ საჩივარი და ეთქვათ, რომ დავარღვიე პირობა ინფორმაციის გაუვრცელებლობაზე, რომელიც ბოტების შემოწმების პროცესს ეხებოდა. ეს ნამდვილად მოხდა“, - დაწერა მასკმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, პარასკევს ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Twitter-ის შესყიდვა დროებით შეაჩერა, იმ მონაცემების მოლოდინის ფონზე, რომელმაც უნდა დაადასტუროს შეფასება იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში დაახლოებით 5% სპამ ანგარიში ან ყალბი გვერდებია შექმნილი. მასკის ამ განცხადების შემდეგ, თავად კომპანიის აქციებმა ვარდნა დაიწყო და 15,57%-იანი გაუფასურება განიცადა. მოგვიანებით ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი კომპანიის შეძენაზე.

შეგახსენებთ, 25 აპრილს კომპანიის ხელმძღვანელობამ თანხმობა მისცა ილონ მასკს, Twitter 44 მლრდ დოლარად შეეძინა. თუ მილიარდერი შეთანხმებას დაარღვევს, მას ჯარიმის სახით 1 მლრდ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო თუ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი თავად კომპანია იქნება, მაშინ, პირიქით მოხდება. საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის 24 ოქტომბერს გაფორმდება.

კოკა კვირკველია