საქართველოში ხილისა და თხილეულის წარმოება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მრავალწლოვანი კულტურების ყველა ჯგუფი, გარდა ციტრუსებისა, 2021 წელს პროდუქციის ზრდას აჩვენებს, წინა ოთხი წლის (2017-2020) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. EastFruit-ის ანალიტიკოსები ზრდას ძირითადად ახალი ბაღების გაშენებას, ასევე წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირებენ.

მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, განასხვავებენ მრავალწლოვანი კულტურების 7 ჯგუფს: კენკრა, ციტრუსოვანი ხილი, ყურძენი, თხილი, ბოსტნეული, კურკოვანი ხილი და სუბტროპიკული ხილი. 4 ჯგუფის წარმოება - თხილი, ბოსტნეული, კურკოვანი ხილი და სუბტროპიკული ხილი 2021 წელს ყველაზე მაღალი იყო 2014 წლის შემდეგ. ყველა ჯგუფი ერთად შეიცავს 24 პროდუქტს, რომელთა ნახევრის წლიური წარმოება 3 ათას ტონაზე ნაკლები რჩება.

2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალ ზრდა ვაშლის, მსხლისა და კომშის წარმოებაში ვლინდება - 118%. ამ ჯგუფს აქვს რეკორდულად მაღალი წარმოების მოცულობა 2014 წლიდან. მიღწევა ძირითადად ვაშლს უკავშირდება.

მეორე ადგილზე თხილეულის მოსავალი დგას, რომლის წარმოება 80%-ით გაიზარდა 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. თხილს აქვს ყველაზე მაღალი ზრდა - 93% - და 2014 წლიდან რეკორდულ მაღალ მოცულობას მიაღწია - 46 ათას ტონას. მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა დიდია, 2021 წლის თხილის ხარისხი არ იყო საუკეთესო, ძლიერი წვიმისა და შენახვის პრობლემების გამო.

სუბტროპიკული ხილის წარმოება საქართველოში 2021 წელს რეკორდულად მაღალი - 23 ათასი ტონა იყო, რაც 28%-ით აღემატება წინა 4 წლის საშუალო მაჩვენებელს. უკრაინასა და რუსეთში ექსპორტის შესაძლებლობით, ხურმის წარმოება 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.

კენკრის მოსავალი 2017-2020 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. 2018 წლიდან მოყოლებული, მოცულობა სტაბილურად იზრდებოდა ყოველწლიურად, მაგრამ წარმოების დონე 2016-2017 წლების დონეებზე დაბალია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში კენკრის წარმოებამ 3 ათასი ტონა შეადგინა, წარმოების პიკი 2017 წელს - 3,2 ათასი ტონა იყო. მიუხედავად დიდი ინვესტიციებისა, კენკრის წარმოება რჩება არაპროდუქტიულად, ძირითადად წარმოების არასწორი ტექნოლოგიისა და ჯიშების შერჩევის გამო. ეს უკანასკნელი არ ეხება მოცვს, რომლის მოყვანასა და წარმოებაშიც ბოლო წლებში დიდი ინვესტიციები იდება. მოცვი ჯერჯერობით საქსტატის ოფიციალურ სტატისტიკაში არ შედის, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად, სიაში მოცვს აუცილებლად ვიხილავთ.

ყურძენი ზრდის მხოლოდ 2%-ს აჩვენებს, რაც სრულებით გასაგებია, რადგან წარმოების მოცულობა უკვე ძალიან მაღალია. სუფრის ყურძნის ცალკე შეფასება არ არსებობს, მაგრამ EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, წარმოება ყურძნის მთლიანი წარმოების 2%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ყურძნის ჯგუფის წარმოების პიკმა 2020 წელს მიაღწია.

ციტრუსების ჯგუფში, სადაც მანდარინი მთლიანი რაოდენობის 92%-ს შეადგენს, 2021 წელს ზრდა არ არის გასული 4 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით - წარმოება 62 ათას ტონაზე რჩება. ჯგუფისთვის ყველაზე დიდი მოსავალი 2015 წელს მოვიდა, 78 ტონა. მას შემდეგ წლიური მოსავლის მოცულობა 65-58 ათას ტონაზე დარჩა. ამ დინამიკის ძირითადი მიზეზებია ბაღების დაბერება და ახალი წარმოების ნაკლებობა.

ეკა დარჩიაშვილი