„აქ ბიზნესის ფლობა, არავითარ ღირებულებას აღარ წარმოადგენს“ - McDonald's-ი რუსეთს საბოლოოდ ტოვებს

McDonald's-მა რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ განაცხადა. კომპანიის განცხადებით, ის თავისი რუსული ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.

„ჰუმანიტარულმა კრიზისმა, რომელიც გამოუწვეულია ომით უკრაინაში და ბიზნესში წარმოქმნილმა გაურკვევლობამ, McDonald's-ი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ აქ ბიზნესის ფლობა, არავითარ ღირებულებას აღარ წარმოადგენს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თავის რესტორნებს ის „ადგილობრივ მყიდველს“ მიყიდის. ამას გარდა, აკრძალული იქნება მათი ლოგოტიპის გამოყენებაც, „რაც გამოიწვევს უარს McDonald's-ის სახელის, ლოგოს, ბრენდებისა და მენიუს გამოყენებაზე“.

წყაროს ცნობით, კომპანია ახალი ბრენდით იფუნქციონირებს, რომლის ქვეშაც კოლექტივსა და მენიუს შეინარჩუნებს. „ქსელი და მენიუ შენარჩუნდება. ფაქტის მიხედვით, ბაზრიდან მხოლოდ სახელწოდება გავა“, - განაცხადა წყარომ. „მაკდონალდს“-მა რუსეთის ბაზრის დროებით დატოვების შესახებ 8 მარტს განაცხადა.

კომპანიის დირექტორის, კრის კემპჩინსკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ფუნქციონირება 850-მა რესტორანმა შეაჩერა. ამ დრომდე ის რუს თანამშრომლებს, რომლებიც 62 ათას ადამიანს წარმოადგენდა, ხელფასს უხდიდა.

ცნობისათვის, RBC-მ და NKR-მ გამოაქვეყნეს კითხვარი კომპანიებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის პირველ ESG ინდექსში. რეიტინგის პრეზენტაცია გაიმართება RBC ESG კონგრესზე, მდგრადი განვითარების უდიდეს ფორუმზე რუსეთში.

იმისათვის, რომ გახდეთ პირველი ESG ინდექსის წევრი, თქვენ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადი სპეციალური კითხვარისთვის. კითხვარის სტრუქტურა და მონაცემთა ნაკრები მაქსიმალურად უახლოვდება ESG მონაცემთა წიგნის ფორმატს, რომელიც ხდება ინდუსტრიის სტანდარტი და გამოქვეყნებულია უმსხვილესი გლობალური და რუსული კომპანიების მიერ. გამოკითხვაში მონაწილეობა უფასოა, განაცხადების მიღება 2022 წლის 1-ლი ივლისს წყდება.

ეკა დარჩიაშვილი