მასკმა Twitter-ის შესაძენად შესაძლოა, SpaceX-ის აქციების ნაწილი გაყიდოს

ამერიკელი ბიზენსმენი ილონ მასკი აპირებს გაყიდოს კომპანია SpaceX-ის აქციების გარკვეული წილი იმისათვის, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავალი Twitter-ის შესაძენად. ამის შესახებ გამოცემა New York Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„მასკი გეგმავს 44 მლრდ ევრო მოაგროვოს Twitter-ის საბოლოოდ შესაძენად, თუმცა ამავდროულად აცნობიერებს, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა და აქედან გამომდინარე არ გამორიცხავს SpaceX-ის აქციების ნაწილის გაყიდვას“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

მისივე ცნობით, კომპანია აპირებს ცალ აქციაში 70 დოლარი მიიღოს.

ამასთანავე, ილონ მასკი არ გამორიცხავს Twitter-ი საბოლოო ჯამში 44 მილიარდზე ნაკლებად შეიძინოს. ამის შესახებ უკვე საქმიანი გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს მონაცემებით, მასკი დარწმუნებულია, რომ სოციალურ ქსელში ფეიკ ანგარიშების რაოდენობა სულ ცოტა 20%-ია და შესაძლოა, 90%-საც აღწევდეს, მაშინ როცა კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი მაქსიმუმ 5%-ია. სწორედ ამის ფონზე ფიქრობს ბიზნესმენი, რომ კომპანიის მენეჯმენტს ახალ პირობებზე შეუთანხმდება. Bloomberg-ი წერს, რომ მასკს იმედი აქვს, საბოლოოდ შეთანხმება უფრო სარფიან პირობებზე მოხდება.

კოკა კვირკველია