Forbes: ბათუმი -„შავი ზღვის მარგალიტი“, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ

"ფორბსმა" გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე არც ისე ცნობილია, თუმცა მათ დათვალიერება მოგზაურებს აუცილებლად ურჩევენ. საპატიო პირველ ადგილზე კი იმყოფება ბათუმი, რომელსაც გამოცემა საკმაოდ ვრცელ მასალას უძღვნის.

„ამ კაშკაშა, მშვენიერ ადგილს სხვაგვარად „შავი ზღვის მარგალიტი“ ჰქვია და „ფორბსის“ რეიტინგის პირველ ადგილზე შემთხვევით არ აღმოჩენილა.

ქალაქი განლაგებულია საქართველოს ზღვისპირა რეგიონში, აჭარაში და მას 2000-ზე მეტი ხნის ისტორია აქვს და განლაგებულია ევროპისა და აზიის გასაყარზე. ქალაქი გეპატიჟებათ, რათა უძველესი ღირსშესანიშნაობებითა და ცხოვრების თანამედროვე სტილით დატკბეთ“.

ბათუმის შემდეგ მოდის ალიკანტე (ესპანეთი), პიეტრაპერტოსა (იტალია), ტოსკანა (იტალია), ლოშინი (ხორვატია), კატალონია (ესპანეთი), ბოდიუანი (საფრანგეთი), მორაირა (ესპანეთი), თუნი (შვეიცარია), პორტ გრიმოდი (საფრანგეთი), კვედლინბურგი (გერმანია) და წმ. მარგარიტას კუნძულები (საფრანგეთი).

ეკა დარჩიაშვილი