ფინური ენერგოკომპანია გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდის

ფინურმა გაზის კომპანიამ, Gasum-მა, არ მოინდომა „გაზპრომის“ სურვილის ასრულება და გაზის საფასურის რუბლში გადახდა.

„Gasum-ი არ გადაიხდის რუბლში, „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის მექანიზმის შესაბამისად“, -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიური კომპანია Eni მზად არის რუსეთის მოთხოვნები შეასრულოს და სპეციალურად ამისთვის, მათ ბანკში რუბლის ანგარიშიც გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმის შესახებ, რომ არამეგობრულმა ქვეყნებმა (რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანა შედის) მოხმარებული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

ეკა დარჩიაშვილი