თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები აღდგა

თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები აღდგენილია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, გუშინ სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა. ფრენები განახორციელეს ავიაკომპანიებმა: Turkish Airlines, Atlasjet  და "პეგასუსი". შესაბამისად, თვითმფრინავები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებითაც გაფრინდნენ.

ამასთან, აეროპორტის ინფორმაციით, ავიაკომპანა Turkish Airlines-მა დღეს საკუთარი ინიციატივით ერთი რეისი გააუქმა. კერძოდ, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან თბილისში 11:00 საათზე უნდა დაშვებულიყო, არ გამოფრინდება. აეროპორტში ამის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

თურქეთში უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისისა და თბილისი-სტამბოლის რეისების შესრულება ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.