მაღაზიის მართვა ოპტიმოს საშუალებით

თუ ფიქრობ, რომ დადგა დრო, განავითარო ბიზნესი და მოარგო თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უფრო მეტი დრო დაგრჩეს წინსვლაზე ფიქრისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაშინ უნდა იცოდე, რომ ოპტიმო ამისთვის იდეალური საშუალებაა.

ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს სავაჭრო ობიექტთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას - გაყიდვებს, შესყიდვებს, სტატისტიკებს, ანალიტიკას.

image003-1652796859.png

გარდა ამისა, მაღაზიის პროგრამა ოპტიმო შეცდომების გარეშე აღრიცხავს და აკონტროლებს მარაგებს, იძლევა მზა ინფორმაციას საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ. შედეგად, ბიზნესის მფლობელს/მენეჯერს აქვს საშუალება, სწორად დაგეგმოს აქციები/ფასდაკლებები ისეთ პროდუქციაზე, რომელიც უკვე კარგა ხანია საწყობში იკავებს ადგილს და რეალიზაცია უჭირს. სამაგიეროდ კი, ისეთს დაუთმოს სივრცე, რომელიც ბესტსელერი პროდუქტია.

ვინაიდან ოპტიმო cloud based პროგრამაა, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია გქონდეს წვდომა ბიზნესზე. სადაც არ უნდა იყოს ბიზნესის მფლობელი, მისი საშუალებით მიიღებს განახლებულ ინფორმაციას - გაყიდვების, შესყიდვების, შემოსავლების, მომგებიანობის შესახებ. იმისათვის, რომ თვალყური ადევნო შენს ობიექტს, აუცილებელი აღარაა ადგილზე ყოფნა, ოპტიმო ყველა საჭირო ინფორმაციას დისტანციურადაც მოგაწვდის.

ოპტიმო ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტივად გამართავ შენს ბიზნესზე ატვირთულ ზედნადებებს, ამასთან, მოლარეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

ცალ-ცალკე სამუშაო სივრცე მოლარეებისა და მენეჯერებისთვის, ოპტიმოს ის უპირატესობაა, რომლითაც არამხოლოდ მომუშავე პერსონალი, მომხმარებელიც კი სარგებლობს.

მოლარისთვის განკუთვნილი სწრაფი და მოქნილი სისტემა, ეხმარება მას მარტივად მართოს გაყიდვები, შეუფერხებლად მიიღოს გადახდები, როგორც ნაღდი ფულით, ასევე ნებისმიერი ბანკის ბარათით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ მომსახურებას, არ წარმოშობს დაბრკოლებებს და რიგებს მაღაზიისთვის ყველაზე აქტიურ საათებშიც კი.

ამასთან, ოპტიმოს საშუალებით, მოლარეს შეუძლია გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით, ფოტოთი, დასახელებით და სხვა.

საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში; გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება; შეამოწმოს გაყიდვების ისტორია; არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი.

ვისთვისაა ოპტიმო განკუთვნილი?

ოპტიმოს პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის მაღაზიებისა და კვების ობიექტისთვის, მას უკვე იყენებენ მარკეტები, დრაივები, საოჯახო ქიმიის, აქსესუარების, ავტონაწილების, ტექნიკის მაღაზიები და სხვადასხვა კვების ობიექტები - საკონდიტროები, კაფეები და.ა.შ.

დაზოგე დრო, ხარჯი და განავითარე ბიზნესი ოპტიმოს გამოყენებით!

R