საქართველოში ადგილობრივ სასათბურე მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში ადგილობრივ სასათბურე მარწყვზე მოთხოვნა იზრდება, რაც ბიზნესს უბიძგებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ მათ წარმოებაში. 2022 წელს Ma Gemme-მ ააშენა მეორე სათბური 117.540 დოლარის ინვესტიციით.

თანადამფუძნებელმა ქეთი დოლიძემ გაფართოების მთავარ მიზეზად მოთხოვნის ზრდა დაასახელა.

გაფართოების დასაფინანსებლად კომპანიამ ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„პირველი სათბურის აშენების გამოცდილება დაგვეხმარა თავიდან ავიცილოთ ადრე დაშვებული შეცდომები. ჯერ სამშენებლო კომპანია შევცვალეთ. მთავარი საკითხია ბაზარზე პატიოსანი კომპანიის პოვნა. ამჯერად გათბობის სისტემასაც მივაქციეთ მეტი ყურადღება. ჩვენი ზამთრის წარმოება კონცენტრირებული იქნება ახალ სათბურში და არა ძველში“, - განაცხადა დოლიძემ.

EastFruit-ისთვის მიცემულ კომენტარში დოლიძე დასძენს, რომ მოთხოვნა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საექსპორტო ბაზარზეც არის.

ეკა დარჩიაშვილი