თბილისში ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების თანამედროვე საწარმო აშენდება

კომპანია ”აგრო თრეიდინგ ჯორჯია” თბილისში თანამედროვე, ავტომატიზირებულ საწარმოს ააშენებს.

როგორც ”აგრო თრეიდინგ ჯორჯია”-ში Bpn.ge-ს განუცხადეს, კომპანიას შესაბამისი მიწის ფართი სახელმწიფო პროგრამის - ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა.

”ჩვენ უკვე 6 წელია ბაზარზე ვართ, მაგრამ ამჯერად უფრო თანამედროვე, ავტომატიზირებული საწარმოს აშენებას ვგეგმავთ, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმო, რომლის მშენებლობისთვის 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება”, - აღნიშნავენ ”აგრო თრეიდინგ ჯორჯიაში”.