Burberry-ის წლიური შემოსავლები 23%-ით გაიზარდა

ბრიტანული კომპანია Burberry Group Plc, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ლუქს კლასის პროდუქციის წარმოებაში, გასული ფინანსური წლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის საანგარიშო პერიოდი 2 აპრილს დასრულდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 2,83 მლრდ გირვანქა სტერლინგი შეადგინა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 2,34 მლრდ იყო.

ამასთან, მოგებამ 511 მლნ გირვანქა სტერლინგი შეადგინა, წინა წელს - 490 მლნ.

კორექტირებულმა ოპერაციულმა მოგებამ კი მესამედით - 523 მლნ გირვანქამდე მოიმატა.

კომპანიის გაყიდვები საანგარიშო პერიოდში გაზრდილია 18%-ით.

ამასთან, Burberry-ის კაპიტალიზაცია 2022 წელს შემცირებულია 12,9%-ით 6,25 მლრდ დოლარამდე.

კოკა კვირკველია