მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდა გზების მოწყობის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დასკვნით ეტაპზეა სოფელ ენიქენდისა და სოფელ ქესალოს შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერეს პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 12 სოფელში დაგეგმილია 14 კილომეტრამდე შიდა გზების მოასფალტება, რომლისთვისაც ერთობლივად რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 4 214 418.79 ლარია გამოყოფილი.