რუსული რუბლი გუშინდელთან შედარებით გამყარდა

20 თებერვლის მონაცემებით, ერთი დოლარი 61.78 რუბლი ღირს, 1 ევრო კი - 70.10 რუბლი.

რუსული ეროვნული ვალუტის დღევანდელი გამყარება რუსეთის ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში რუბლის ფასი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მერყეობს. ეს კი ნავთობის ფასების ცვლილებას და თვის საგადასახადო პერიოდის დასრულებას უკავშირდება, როდესაც რუსული კომპანიები, რომლებიც მოგებას უცხოურ ვალუტაში იღებენ, რუბლს ყიდულობენ. უახლოეს დღეებში რუბლის ფასის ცვლილება დამოკიდებული იქნება ასევე ევროჯგუფის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საბერძნეთისათვის მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ შეხვედრებს მართავს.