უკრაინაში ელექტროენერგია ძვირდება

მარტიდან უკრაინაში ელექტროენერგია ძვირდება.

"უნიანის" ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ვლადიმირ დემჩიშინმა განაცხადა. "მარტის დასაწყისში ელექტროენერგიის ფასი 40 პროცენტით უნდა გავზარდოთ", - აღნიშნა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში აპრილიდან გაზის ფასიც მოიმატებს, ვინაიდან რუსეთი ბუნებრივი აირის გაძვირებას გეგმავს. თუ რამდენი პროცენტით მოიმატებს გაზის ფასი უკრაინელი მოსახლეობისთვის, ეს ჯერ უცნობია.