Apple-ი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს

200-ზე მეტი ავტომწარმოებელი ელექტრომობილის შექმნაზე 5-7 წლის განმავლობაში იმუშავებს

ამერიკული კომპანია Apple 2020 წლისთვის ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. როგორც დაგეგმილია, 200-ზე მეტი ავტომწარმოებელი ელექტრომობილის შექმნაზე 5-7 წლის განმავლობაში იმუშავებს. თუმცა, ექსპერტები Apple-ს გეგმებს უწუნებენ და აცხადებენ, რომ ეს არასწორი ნაბიჯია ისეთი კომპანიისგან, რომელსაც ავტოინდუსტრიაში გამოცდილება არ აქვს.

თუ Apple-მა მიზანს მიაღწია და გეგმები ბოლომდე მიიყვანა, მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს - Tesla Motors Inc.-სა და General Motors Co.-ს მისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევთ. ვინაიდან ელექტრომობილის გამოშვებას სწორედ აღნიშნული ავტომწარმოებელი კომპანიებიც გეგმავენ.