WP - აშშ-ს ეკონომიკას 2023 წელს რეცესია ელის

აშშ-ს ეკონომიკას მომავალ წელს მაღალი ალბათობით რეცესია მოელის - ამის შესახებ პროგნოზირებენ გამოცემა The Washington Post-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

როგორც გაზეთი წერს, მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის, შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია და სამომხმარებლო ხარჯების მაჩვენებელი, კვლავინდებურად სოლიდურია, „არის საფრთხე გაიზარდოს ვალების მოცულობა სამოხმარებლო და ბიზნეს სექტორისთვის, მრვალწლიანი პრაქტიკულად, ნულოვანი საკრედიტო პროცენტების უეცარი ზრდის ფონზე“.

„რეცესიის რისკები არსახარბიელოდ მაღალია და ის იზრდება“, - აცხადებს Moody's-ის ექსპერტი მარკ ზანდი. მისი აზრით, „იმისათვის, რომ ვარდნა უმტკივნეულო იყოს, აუცილებელია ამერიკის ფედერალური სისტემის სწორი პოლიტიკა და ცოტა იღბალიც.

მანამდე რეცესიის მაღალ რისკებზე და „სტაგფლაციაზე“ განაცახადა Goldman Sachs-ის ყოფილმა უფროსმა ლოიდ ბლანკფეინმა, Wells Fargo-ს ხელმძღვანელმა ჩარლზ შარფმა და ამერიკის ფედრეზერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბენ ბერნაკემ.

S&P-ის უფროსი ეკონომისტის ბეტ ენ ბვინოს შეფასებით კი, ამერიკის ეკონომიკაში რეცესიის შანსები 35%-ია. გაზეთის ცნობით, ახლო პერსპექტივაში ქვეყანაში შესაძლოა, დაიწყოს უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორის კრიზისი.

კოკა კვირკველია