ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადებიან

ევროზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში მესამე გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადებიან.

"ბიბისის" ცნობით, ისინი დღეს საბერძნეთის საკრედიტო კრიზისთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას შეეცდებიან. კერძოდ, ათენი ევროზონისგან არსებული საკრედიტო შეთანხმების განახლების ნაცვლად, პროგრამის 6 თვით გახანგრძლივებას ითხოვს. ვინაიდან მოქმედი შეთანხმება საბერძნეთის მიერ მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღებას ითვალისწინებს. გერმანიამ უკვე უარი განაცხადა საბერძნეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ დროისთვის მოქმედ საკრედიტო შეთანხმებას ვადა თვის ბოლოს ეწურება.