გარეული ცხოველები სახლში და აქლემებით რბოლა უდაბნოში - როგორ და რაში ხარჯავენ დუბაის უმდიდრესი ადამიანები ქონებას

როდესაც საქმე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებსა და სუპერ ელიტას ეხება, დუბაი მათ ერთ-ერთ მთავარი დასასვენებელად მოიაზრება. არაბეთის გაერთიანებული საემიროების (UAE) ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - დუბაი ნავთობის მონოპოლიზებული მარაგის გამო მსოფლიოს უმდიდრესი მცხოვრებლების ადგილია.

მსოფლიოს ზოგიერთი გავლენიანი ადამიანი და წარმატებული სპორტსმენი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, დუბაიში საკუთრებას ფლობს. მათ შორის არიან ლინდსი ლოჰანი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯორჯო არმანი და ა.შ.

რითი იზიდავს მილიონობით უცხოელს დუბაი? უდაბნოში გაშენებულ ოაზისს საკუთარი განსაკუთრებული ცხოვრების სტილი აქვს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, რაშიც დუბაიში მყოფი მდიდრები ფულს ხარჯავენ:

fgtkit6yolp-1653056545.jpg

ვერტმფრენით გადაადგილება საცობის თავიდან ასარიდებლად

ყველამ იცის, რომ ისეთი ადგილები, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი, ცნობილია ყვითელი ტაქსებით. თუ ტრანსპორტი გჭირდებათ, უბრალოდ იარეთ ტაქსით. კიდევ უფრო პოპულარული დღესდღეობით არის Uber-ის სატრანსპორტო სერვისი, რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ. თუმცა გზებზე არსებულ საცობებს თავს ნადვილად ვერ აარიდებთ.

ულტრამდიდრების ქვეყანაში, საუდელი მილიარდერები ამ მხრივ განსაკუთრებული კომფორტით სარგებლობენ. ისინი შორიახლო მანძილზე გადასაადგილებლად, ასევე საცობებისთვის თავის ასარიდებლად ვერტმფრენებს ქირაობენ.

საჰაერო ტრანსპორტის დაქირავება ტურისტსაც შეუძლია. ციდან დუბაის დათვალიერება ნამდვილად არის ის შთაბეჭდილება, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ.

fruji5triroro-1653056597.jpg

აქლემებით და კვადროციკლებით რბოლა უდაბნოში

კიდევ ერთი გართობა, რაშიც დუბაის მდიდრები ხარჯავენ ფულს, არის აქლემებით და კვადროციკლებით რბოლა უდაბნოში. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასული ნებისმიერი ადამიანი შეხვდება უდაბნოში გაშენებულ სასტუმრო და დასასვენებელ კომპლექსებს, სადაც ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ, მათ შორის, რბოლა სხვადასხვა მექანიკური საშუალებით.

ოქროს ბანკომატები

საიდუმლო არ არის, რომ დუბაიში მცხოვრები ადამიანები ნამდვილად შეპყრობილნი არიან მბზინავი ყვითელი მეტალით - ეს არის ოქრო.

ასე რომ, როდესაც ისინი დაიღლებიან ნაღდი ფულის დათვლით, შეუძლიათ ოქროს ბანკომატიდან პირდაპირ ოქროს მონეტები აიღონ.

The Travel-ის თანახმად, მომხმარებლებს არა მხოლოდ შეუძლიათ ოქროს მონეტების და ზოდების ამოღება, არამედ თავად ბანკომატიც ოქროსია.

rtujr5ti64-1653056627.jpg

შინაური ეგზოტიკური ცხოველები

ჩვენ გვსმენია, რომ მაიკ ტაისონს ისეთი შინაური ცხოველი ჰყავს, როგორიც არის ვეფხვი. მაგრამ ეს არაფერია დუბაის მილიარდერთა გატაცებასთან დაკავშირებით.

ველური ცხოველების სიყვარულის მიუხედავად, 2017 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გარეული ცხოველების სახლში გაზრდა და ყოლა კანონით აკრძალული იყო. BBC-ის ცნობით, მფლობელები, რომლებიც ამ “დიდ კატებს“ ან სხვა ეგზოტიკურ ცხოველებს შინაურ ცხოველებად ზრდიან, შეიძლება დაჯარიმდნენ 50 000 დოლარამდე და დაემუქროთ ექვსთვიანი პატიმრობა.

აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვის მიუხედავად, დუბაიში მცხოვრები მილიონერებისა და მილიარდერების სასახლეებში ხშირად ნახავთ ვეფხს, პუმას და სხვა ეგზოტიკურ ცხოველსა თუ ფრინველს.

უნიკალური მანქანები

ჰოლივუდის ვარსკვლავების საოცარი ავტომობილები არაფერია დუბაიში მცხოვრები ადამიანების მანქანებთან შედარებით.

ქუჩაში ჩვეულებრივად შეხვდებით „ლამბორგინებს“, “როლს როისებსა“ და “ფერარებს“, თუმცა ზოგიერთი სპორტული ავტომობილი უკიდურესად ექსტრავაგანტულია, მაგალითად, თეთრი ოქროთი დაფარული “მერსედესი“ ან ოქროსფერი “ლამბორგინი“.

9dhyrjke-1653056687.jpg

მდიდრული სასტუმროები

ერთი განსაკუთრებული რამ, რაც დუბაის მოგზაურთათვის ცხელ წერტილად აქცევს, არის მდიდრული სასტუმროები.

ეს სასტუმროები გასაოცარი სანახავია მათი უნიკალური არქიტექტურული დიზაინის გამო, ფასებიც განსხვავებულია. დიაპაზონი ღამეში 55 დოლარიდან იწყება და მილიონებამდე ადის.

მაგალითად Millennium Airport Hotel ღამეში 466 დოლარამდე ღირს. არის სასტუმროები, რომლებსაც წყალქვეშა ოთახები აქვთ.

tyo6y7555-1653056713.jpg

მსოფლიოში ყველაზე დიდი თემატური პარკი

Six Flags-ის თემატური პარკები შეიძლება იყოს მთავარი მიმზიდველობა ამერიკაში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება თემატურ პარკებს დუბაიში, მას ამ მხრივ კონკურენტი არ ჰყავს.

დუბაიში არსებობს მსოფლიოში უდიდესი დახურული პარკი. მას უწოდებენ IMG World of Adventure, მოიცავს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და მაღალ ატრაქციონებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პარკი შედგება ოთხი ზონისგან, რომელშიც შედის ორი ფავორიტი - Marvel-ის პერსონაჟების ზონა და Cartoon Network ზონა. სხვა ზონები მოიცავს სულ 28 სასადილო ზონას, 25 საცალო მაღაზიას და 21 სხვა ატრაქციონებს.

პარკის აშენება 1 მილიარდი დოლარი დაჯდა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი