240-მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.

ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის.

dashbashis-kanioni-2-1653118357.jpg

თაია არდოტელი