Starbucks-ი რუსეთს ტოვებს

ყავის კომპანია Starbucks-მა რუსეთში საქმიანობა და პროდუქციის მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა. თუმცა ახლა მან მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ბაზარი საბოლოოდ დატოვოს.

კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა ქვეყანაში 2000-ს შეადგენს, ცნობილია, რომ ისინი ხელფასს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაინც მიიღებენ. Starbucks-ი ასევე მათ ახალ სამსახურში დასაქმებაზე იზრუნებს.

Starbucks-ი რუსულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. ქვეყნის ტერიტორიაზე მას 130 ლოკაცია ჰქონდა.

Starbucks-ის ეს გადაწყვეტილება McDonald’s-ის შემდეგ პირველია, რომელმაც ასევე უარი თქვა რუსეთში დაბრუნებაზე და საკუთარი ბიზნესი გაყიდა.

ეკა დარჩიაშვილი