„ტერასა ბათუმში“ საზაფხულო აქციები დაიწყო - 5 წლამდე შიდა განვადება და დიდი ფასდაკლება

5-წლიანი შიდა უპროცენტო განვადება ან 22 000 ლარამდე ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში სასტუმროს ნომრებსა და აპარტამენტებზე ბათუმში - სპეციალური შეთავაზება „ტერასა ბათუმისგან“, რომელიც საუკეთესო ინვესტიციის ხელსაყრელი პირობებით განხორციელების საშუალებას მოგცემთ.

„ტერასა ბათუმი“ პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრებსა და აპარტამენტებს, ისე აუზს, სპას, რესტორანს, საპარკინგე ზონას, კონსიერჟის სერვისს, ნომრის მომსახურებას, დალაგებისა და ვიდეომეთვალყურეობის სერვისებს.

ამასთან, STS Hospitality Group - მრავალწლიანი გამოცდილების ავსტრიული კომპანია გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს. სასტუმროს ნომრების მესაკუთრეებისთვის კი ჩამოთვლილი სერვისები სრულიად უფასო იქნება, მათ შორის დილის საუზმე.

„ტერასა ბათუმი“ ახალ ბულვართან, ზღვიდან 180 მეტრში მდებარეობს და სრულად აკმაყოფილებს კომფორტულად დასვენებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას, რაც სასტუმროს ნომრის მფლობელს თუ სტუმარს შეიძლება ჰქონდეს. დეველოპერული კომპანია უძრავ ქონებას გარემონტებულ და ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილ მდგომარეობაში ჩაგაბარებთ.

281388498-870811144310788-8162864230151437695-n-1653464012.jpg

პროექტის პარტნიორები ასევე არიან: „ლაბორატორია ჩემი სახლი“, რომლის უმაღლესი ხარისხის ავეჯითა და აქსესუარებით იქნება სასტუმროს ნომრები მოწყობილი; სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელიც სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი და სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა და „ელიტ ელექტრონიქსი“, რომლის მიერ მიწოდებული ტექნიკით აღიჭურვება ოთახები.

zzz-1653464112.jpg

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ბათუმს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი სასტუმროს ნომრებისა და გადახდის პირობების შესახებ დამატებით დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

281333327-1367296060459000-1800579448882777984-n-1653465304.jpg

(R)