აზერბაიჯანული მანათი 1 ღამეში 33.5 %-ით გაუფასურდა

აზერბაიჯანში გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 დოლარი 1.05 მანათი ღირს. მაშინ როცა, 20 თებერვლის მონაცემებით, 1 დოლარის შეძენა ჯერ კიდევ 0.78 მანათად იყო შესაძლებელი.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი იუწყება, ერთ დღე-ღამეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 33.5%-ით გაუფასურდა. ცენტრალურ ბანკში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანის ეკონომიკის სტიმულირებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.