საბერძნეთის ამბების ფონზე Dow Jones-ის ინდექსმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროზონისა და საბერძნეთის ფინანსთა მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმების შედეგად Dow Jones-ის და S&P-ის ამერიკულმა ინდექსებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

პარასკევს საღამოს, ბირჟის დახურვისთვის DJIA-ის ინდექსი 0,86%-ით გაიზარდა 18140,44 პუნქტს მიაღწია, S&P-ის ინდექსი კი 0,61%-ით, 2110,30 პუნქტამდე გაიზარდა, ხოლო ”ნასდაქის” მაღალტექნოლოგიური კომპანიების ინდექსის ზრდამ 0,63% შეადგინა - 4955,97 პუნქტამდე.

საბერძნეთი და ევროჯგუფი ათენისთვის ფინანსური დახმარების პროგრამის კიდევ ოთხი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, თუმცა თავის მხრივ საბერძნეთმა ვადის ექვსი თვით გახანგრძლივება მოითხოვა. საბერძნეთის ფინანსური დახმარების მოქმედ პროგრამას ვადა 28 თებერვალს ეწურება.