356 მილიარდი დოლარის ინვესტიციით სამსუნგი 80 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

მიუხედავად გაურკვეველი ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, სამხრეთ კორეის კონგლომერატმა განაცხადა, რომ 2026 წლამდე 450 ტრილიონი ვონის (356 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს, ძირითადად ისეთ ბიზნესში, როგორიცაა ჩიპების დამზადება და ბიოფარმაცევტული პროდუქტები.

ინვესტიციის ძირითადი ნაწილი - 360 ტრილიონი კორეული ვონი (285 მილიარდი დოლარი) - სამხრეთ კორეაში განხორციელდება.

ჯგუფი ასევე იწყებს 80 000 ახალ სამუშაო ადგილის შექმნაზე მუშაობას, რომელიც 2026 წლისთვის დასრულდება. სამუშაო ადგილების უმეტესობა სავარაუდოდ, სამხრეთ კორეაში იქნება. მაგრამ ტექნიკურ გიგანტს ასევე აქვს კვლევისა და განვითარების ცენტრები მთელს მსოფლიოში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში, კანადასა და ფილიპინებში.

მომხმარებელთა მხრიდან, კომპანია გეგმავს გააძლიეროს 6G უკაბელო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის შემდეგი თაობა.

აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აზიაში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი სამსუნგის ნახევარგამტარების ქარხანას ეწვია.

”მსოფლიოს მომავლის დიდი ნაწილი დაიწერება აქ, ინდო-წყნარ ოკეანეში, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში”, - განაცხადა ბაიდენმა სამხრეთ კორეაში, ნახევარგამტარების ქარხანასთან გაჩერებისას.

president-joe-biden-arrives-in-south-korea-visits-samsung-chip-plant-1653648428.jpg

წყარო: CNN

ეკა დარჩიაშვილი