ევროკავშირის საბჭო რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე კონსულტაციებს დღეს დაიწყებს

ევროკავშირის საბჭო 23 თებერვალს რუსეთზე შემდგომი ზეწოლის თემაზე კონსულტაციებს გამართავს.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გუშინ კიევში, დოკუმენტურ გამოფენაზე განუცხადა, რომელზეც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ყოფნის მტკიცებულებებია წარმოდგენილი. "კონსულტაციებს ორშაბათიდან დავიწყებ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდეს", - აღნიშნა ტუსკმა. მისი თქმით, ევროკავშირმა, უპირველეს ყოვლისა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა გააფართოოს. ტუსკის განცხადებით, ევროკავშირს გააჩნია გარკვეული შესაძლებლობები, რათა საზღვრის გასწვრივ მონიტორინგი გააუმჯობესოს.