საბერძნეთის მთავრობა ეკონომიკურ რეფორმებზე მუშაობს

საბერძნეთის მთავრობა ეკონომიკური რეფორმების პირველ პაკეტზე მუშაობს, რომელიც მან ბრიუსელს უნდა წარუდგინოს.

ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. სწორედ გარკვეული რეფორმების სანაცვლოდ დათანხმდნენ ევროზონის ქვეყნები ათენს ფინანსური დახმარება 4 თვით გაუგრძელონ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბრიუსელში მიიღეს.

როგორც ევროზონის ლიდერები აცხადებენ, საბერძნეთმა გარდა ეკონომიკური რეფორმებისა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს და ფისკალური პოლიტიკა გაამკაცროს.