შეიძინე სასტუმროს ნომერი ბათუმში და დაფარე მისი საფასური გაქირავებით მიღებული შემოსავლით

გახდი სასტუმროს ნომრის მესაკუთრე და დაფარე მისი საფასური გაქირავებით მიღებული შემოსავლით, - „ტერასა ბათუმი“ უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მათთვის საინტერესო პირობებს სთავაზობს. თუ ნომრის შესაძენად სრული თანხა პირველ ეტაპზე არ გაქვთ, შეგიძლიათ, თავდაპირველად მხოლოდ ნაწილი დაფაროთ, დანარჩენს კი გაქირავებით მიღებული შემოსავლით გადაიხდით.

სასტუმროს ნომრის შეძენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდის ტრენდი ხდება. მიზეზი შემოსავლიანობა, გადახდის პირობები და ის სერვისებია, რომელსაც სასტუმრო როგორც ნომრის მესაკუთრეს, ისე დამსვენებელს სთავაზობს. „ტერასა ბათუმის“ პროექტი ამ კუთხით გონივრული ინვესტიციაა, რადგან ის მოიცავს როგორც აპარტამენტებს, ისე სასტუმროს ნომრებს, რესტორანს ტერასითა და ბარით, აუზსა და სპორტდარბაზს. პირველი სართული კი ეთმობა კომერციულ ფართსა და მისაღებს.

ამასთან, „ტერასა ბათუმი“ საზღვაო ქალაქში უძრავი ქონების შესაძენად სპეციალურ აქციასაც სთავაზობს: 5-წლამდე შიდა უპროცენტო განვადება ან 22 000 ლარამდე ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში როგორც სასტუმროს ნომრებზე, ისე აპარტამენტებზე.

სასტუმროს ნომრის მესაკუთრისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა ის სერვისი, რაც პროექტს ახლავს, მათ შორის არის აუზი, სპა, სპორტდარბაზი და დილის საუზმე. სწორედ ეს განაპირობების სასტუმროს ნომრის შეძენის მსურველთა რაოდენობის ზრდას. ამასთან შესაძლებლობა, მისი საფასური გაქირავებით მიღებული შემოსავლით დაფარო, ინვესტიციას უფრო გონივრულს ხდის.

aaa-1654152882.jpg

ამას თან ახლავს გაქირავების კომფორტული სერვისი, რომელიც „ტერასა ჯგუფმა“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია STS Hospitality Group-ს მიანდო.

სასტუმროს ნომრები ბარდება სრულად გარემონტებულ კონდიციაში, ავეჯით, აქსესუარებითა და ტექნიკით, რაზეც სამშენებლო კომპანია „ანაგი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“ და „ელიტ ელექტრონიქსი“ იზრუნებენ.

„ტერასა ბათუმი“ ახალ ბულვართან, ზღვიდან 180 მეტრში მდებარეობს, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. პროექტის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მის ჩაბარებამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ბათუმს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი სასტუმროს ნომრებისა და გადახდის პირობების შესახებ დამატებით დეტალებს პირადად გაგაცნობთ:

282354584-728587238478632-5040221611852365127-n-1654152972.jpg

R