მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს.

როგორც დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ კუთხით რამდენიმე პროექტს ამზადებს.  "სამი ალტენატიული პროექტი იქნება. ამ პროექტებს განვიხილავთ. დაახლოებით იქნება ხარჯების 10-დან 12%-მდე შემცირება. თანამშრომელთა რიცხვი და ხელფასი არ შემცირდება. ალბათ ეს იქნება პრემიების ხარჯი, ეს არის სხვა დანახარჯები, როგორიც არის მაგალითად მანქანები და ა.შ.", -განაცხადა დავით შავლიაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს.