ცილისწამების საქმეზე მიმდინარე 6-კვირიანი სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა.
ტაბლოიდები ემბერ ჰარდის ქონების ოდენობით დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია, სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ჰარდის ადვოკატმა განაცხადა, რომ ემბერს 15 მილიონის გადახდის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ ისინი სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.
ოფიციალურად ცნობილია, რომ ჰარდის წმინდა ქონება 8 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ანგარიშზე მას მხოლოდ 2,5 მილიონი დოლარი ჰქონდა.
2013-დან 2019 წლამდე პერიოდში მსახიობმა ჯამში 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მას ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება Warner Brothers-თან, რომელიც პირველ ფილმში 450,000 დოლარს გადაუხდიდა. Aquaman-ის პირველ ფილმში მონაწილეობისას 1 მილიონი დოლარი მიიღო, გაგრძელებაში კი 2 მილიონ დოლარს მიიღებდა. თუ თანამშრომლობა 3-4 სერიაშიც გაგრძელდებოდა, ემბერს ანაზღაურების სახით 3-დან 4 მილიონი დოლარი გარანტირებული ჰქონდა.
გარდა ამისა, ჰერდმა “The Stand“-ში გამოჩენისთვის 1.8 მილიონი დოლარი მიიღო და კიდევ 1.65 მილიონი დოლარი L'Oreal-ისგან.
დეპთან განქორწინების დროს, ჰერდმა ჯონი დეპისგან 7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. იგი აცხადებდა, რომ თანხას სრულად გაიღებდა ქველმოქმედებისთვის, კერძოდ- ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოსა და ACLU-სთვის, თუმცა სასამართლოს მიმდინარეობისას ცხადი გახდა, რომ ბავშვთა საავადმყოფომ მიიღო მხოლოდ 100,000 დოლარი, ხოლო ACLU-მ მხოლოდ 1,3 მილიონი დოლარი, საიდანაც 500,000 დოლარი ელონ მასკს ეკუთვნოდა. დასავლური მედიის ცნობით, მხოლოდ აქედან ემბერს 6,1 მილიონი დოლარი დარჩა.
უხეში დაანგარიშებით, მისი ქონების წმინდა ღირებულება დღეს 12,5 მილიონი დოლარის ფარგლებში უნდა იყოს.
(წყარო - en.as.com)