დანიური კრონა ევროსთან მიმართებაში რეკორდულად დაეცა

ევროსთან მიმართებაში დანიური კრონა 0,23%-ით 7,4615-მდე დაეცა. რაც დანიური ვალუტისთვის 14 წლის განმავლობაში მაქსიმალური ცვლილება გამოდგა.

დანიური კრონა ევროსთან მიმართებაში პირველად, 2001 წლის შემდეგ რეკორდულად დაეცა.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ეროვნული ვალუტის გადარჩენის მიზნით დანიის ცენტრალურმა ბანკმა სადეპოზიტო განაკვეთი შეამცირა და ახალი ობლიგაციების გამოშვებაც კი შეაჩერა. თუმცა, მიუხედავად მიღებული ზომებისა, ევროსთან მიმართებაში დანიური კრონა 0,23%-ით 7,4615-მდე დაეცა. რაც დანიური ვალუტისთვის 14 წლის განმავლობაში მაქსიმალური ცვლილება გამოდგა.

1999 წელს დანიამ უარი თქვა ერთიან ევროპულ ვალუტაზე გადასვლაზე და მისთვის ეროვნული ვალუტის მიბმა გადაწყვიტა 7,46 კრონას დონეზე. დანიის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელის ჰანს იორგენ ვიტა-იაკობსენის განცხადებით, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ყველაფერს იღონებს ეროვნული ვალუტის გადასარჩენად.