ჭკვიანი საათი კამერით - Apple-მა ახალი პროდუქტი დააპატენტა

კომპანია Apple განიხილავს ფარული კამერის დაყენებას ჭკვიან საათებში Apple Watch. კომპანიამ აღნიშნულის შესახებ ამერიკის პატენტი მიიღო. დოკუმენტის თანახმად, საათში კამერა უშუალოდ რკალში Digital Crown-ში მოხვდება, შედეგად კი მომხმარებლები ფოტოების გადაღებას შეძლებენ საათის მოუხსნელად. იმისათვის, რომ გადაიღოთ ფოტო, დაგჭირდებათ მხოლოდ ხელის გაშვერა.

ამასთან, საპატენტო განაცხადში მხოლოდ კამერის განლაგების ადგილია მითითებული. სხვა ტიპის ინფორმაცია მის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ არის.

Apple Insider-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ არის გარკვეული სირთულეები, რომელიც საათში კამერის დაყენებასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა, ობიექტივის Digital Crown რკალში მოქცევა, რომელიც თავისთავად არის საკმაოდ რთული ელემენტი.

შეგახსენებთ, მაისში Apple-მა დააპატენტა ვირტუალური ქაღალდი VR და AR მოწყობილობებისთვის, რომლის დაკეცვა, დაჭმუჭნვა და გადახვევაა შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ქაღალდის.

კოკა კვირკველია