2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ 10 პროდუქტს, მრომელიც მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კომბოსტო - 297.3%-ით
- კიტრი - 110.2 %-ით
- ყურძენი - 72%-ით
- ქლიავი - 69%-ით
- კარტოფილი - 67.2%-ით
- მარგარინი - 58.1%-ით
- სიმინდის ფქვილი - 56.4%-ით
- ბადრიჯანი - 52.8%-ით
- წიწაკა - 48%-ით
- პომიდორი - 40.2%-ით
ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა ფასი 35%-ით გაძვირდა პურზე, 31%-ით კი ფქვილზე.