ახალი დეტალები iPhone 14-ის შესახებ

ახალ iPhone 14-ში Apple-ი ოპერატიული მეხსიერების 6 გბ-მდე გაზრდას გეგმავს. წინა მოდელი, iPhone 13, 4 გბ-ით იყო აღჭურვილი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მომავალმა Pro მოდელებმა შესაძლოა, მიიღონ ენერგოეფექტური LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება განსხვავებით iPhone 14 და 14 Max-ისგან, რომლებიც წარმოდგენილი იქნება LPDDR4X მეხსიერების ტიპით.

არსებული ინფორმაციის თანახმად, iPhone 14 მოდელები აღჭურვილი იქნება იმავე ჩიპით, როგორც iPhone 13 - Apple A15 Bionic-ით. საბოლოო ჯამში, ძირითადი ცვლილებების უმეტესობა, მათ შორის 48-მეგაპიქსელიანი კამერა, გადავა iPhone 14 Pro სერიებზე.

შეგახსენებთ, რომ ახალი სმარტფონების პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ცნობილია, რომ ბაზრიდან გაქრება iPhone mini და მის ადგილს 6,7-დიუიმიანი iPhone 14 Max დაიკავებს.

ეკა დარჩიაშვილი