როგორია გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში

საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 0.55 ლარი იყო, რაც ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშში.

საქართველოზე დაბალი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია - 0.28 ლარი 1 კუბურ მეტრზე.

რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთსა და სომხეთს, სემეკის მონაცემებით, ამ ქვეყნებში გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები, შესაბამისად, 0.80 ლარი და 1.06 ლარია.

1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 2021 წელს (ლარებში):

  • აზერბაიჯანი - 0.28;
  • საქართველო - 0.55;
  • თურქეთი - 0.80;
  • მოლდოვა - 1.03;
  • სომხეთი - 1.06;
  • უკრაინა - 1.13;
  • უნგრეთი - 1.30;
  • რუმინეთი - 1.33;
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა - 1.35;
  • სერბეთი - 1.45;
  • ლიეტუვა - 1.53;
  • ლატვია - 1.54;
  • ბულგარეთი - 1.57;
  • ხორვატია - 1.60;
  • პოლონეთი - 1.69;
  • სლოვაკეთი - 1.81;
  • ესტონეთი - 1.83;
  • ლუქსემბურგი - 1.84;
  • საბერძნეთი - 1.96;
  • ბელგია - 2.01;
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 2.08;
  • სლოვენია - 2.28;
  • ჩეხეთი - 2.52;
  • ირლანდია - 2.63;
  • ავსტრია - 2.72;
  • გერმანია - 2.72;
  • ლიხტენშტეინი - 2.90;
  • საფრანგეთი - 3.01;
  • იტალია - 3.06;
  • ესპანეთი - 3.06;
  • პორტუგალია - 3.71;
  • დანია - 3.78;
  • ჰოლანდია - 3.90;
  • შვედეთი - 5.63.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება. თბილისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი 25 თეთრით გაძვირდება და ახალი ტარიფი 1.35 ლარით განისაზღვრება, რეგიონებში კი ტარიფი 1.38 ლარი იქნება.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თანახმად, 2023 წლიდან ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვისაც მოიმატებს.