მაისში საქართველოში მხოლოდ 4 პროდუქტი გაიაფდა

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ინფლაციის მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათის ფასების მატებამ იქონია, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. მათ შორის მკვეთრად არის გაზრდილი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი საქონლის ღირებულება - ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასები 51%-ზე მეტად არის გაძვირებული.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ 4 პროდუქტს, რომელიც მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა

  • ლიმონი - 19.8%-ით
  • კივი - 4.4%-ით
  • ბანანი - 2%-ით
  • ფორთოხალი - 0.5%-ით

თამარ მუკბანიანი