“ლამაზი ქალის“ სახე -  როგორია ჯულია რობერტსის უძრავი ქონების პორტფოლიო (+ფოტო)

ჯულია რობერტსი ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია, რომელიც ცნობილია თავისი ხიბლითა და საოცარი სამსახიობო ოსტატობით. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

საინტერესოა რა ქონებას ფლობეს მსახიობი და როგორ გამოიყურება მისი უძრავი ქონების პორტფოლიო?

fcjnutrfc-1654262690.jpg

მდიდრული მალიბუს სახლი

მალიბუ ვარსკვლავების საყვარელი ადგილია. სხვადასხვა რაიონში ბევრი მდიდრული ღონისძიება იმართება. ადგილი გამოირჩევა განსაცვიფრებელი ხედებით, სადაც დასვენებამ შესაძლოა სასიცოცხლო ენერგიითაც კი აგავსოთ.

ჯულია რობერტის მალიბუს სახლი დაახლოებით 6200 კვადრატულ ფუტზეა გაშენებული. სახლი ხუთსართულიანია, სადაც არის ხუთი მდიდრული საძინებელი და ოთხი აბაზანა.

ამასთან ერთად, ჯულია რობერტსი სახლის მოპირდაპირე მხარესაც ფლობს. მისი მეორე სახლი პირველი სახლიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე მდებარეობს. მას აქვს სამი საძინებელი და ერთი სველი წერტილი.

რაც შეეხება ინტერიერს, ორივე ნაგეგბობა გამოირჩევა ნათელი ფერების პალიტრით, ხის იატაკით და თეთრი კედლებით. ჯულია რობერტსი მოყვარული ინტერიერის დიზაინია, ამიტომ მის სახლებში ძირითადი შიდა სამუშაოები, მისი გემოვნებით არის შესრულებული.

უზარმაზარი ჭერი, ბუხრები, ჩაშენებული თაროები და დიდი სამზარეულო - ეს არის ჯულიას საყვარელი სტილი.

fgtkirfxd-6i-1654262733.jpg

ვიქტორიანული სტილის რეზიდენცია

ჯულია რობერტის სან-ფრანცისკოს სახლი აშენდა 1900-იანი წლების დასაწყისში და დააპროექტა ცნობილმა არქიტექტორმა სილვიან შნაიტაჩერმა.

სახლის განლაგება შესანიშნავია და გთავაზობთ ულამაზეს ხედს Golden Gate Bridge-ზე. სახლი ვიქტორიანული სტილისაა, რადგან ის თითქმის ერთი საუკუნისაა და ჯულია რობერტსმა ის 2020 წელს იყიდა.

მთლიანი ფართობი, რომელზეც შენობაა აშენებული, დაახლოებით ერთი ჰექტარია.

ytfckmrdk6-1654262749.jpg

Presidio Heights Home

მსახიობი ასევე ფლობს სახლს მდიდრულ Presidio Heights-ის უბანში. ქონების ეს ნაწილი სხვა სამყაროში მიგიყვანთ, რადგან მის სილამაზეს საზღვრები არ აქვს. აქ არის ხუთი საძინებელი, ოთხი აბაზანა, ორი უზარმაზარი ავტოფარეხი, ღვინის ოთახი და უზარმაზარი გარე სივრცე.

ექსტერიერი სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს გვთავაზობს.

tjirx-di6dx6-1654262836.jpg

კაუაის სახლები

ჯულია რობერტმა შეისწავლა კაუაის ტერიტორია ჰავაიზე და 2011 წელს შეიძინა ქონება 13 მილიონ დოლარად. მსახიობი აქაც ორ სახლს ფლობს.

ქონება მოიცავს დაახლოებით 2 ჰექტარ მიწას. თითოეულ სახლში არის ლამაზად მოვლილი ვერანდა, რომელიც გთავაზობთ ჰავაის სცენურ ხედებს. შენობებს ასევე აქვთ პირადი სანაპიროები.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი