ჰარი სტაილსი Apple-ის ახალი სახე გახდა

ბრიტანელი მომღერალი ჰარი სტაილსი გახდა კომპანია Apple-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე. საუბარია, AirPods ყურსასმენების ახალ რეკლამაზე, რომლის ახალი ვიდეო შექმნილია კლასიკური iPod-ის ძველი რეკლამის შთაგონებით, რომლის წარმოების შეწყვეტაზე კომპანიამ მაისში გამოაცხადა.

ადამიანების სილუეტის პროდუქციის რეკლამად გამოყენების იდეა სააგენტო Chiat/Day-ის არტ-დირექტორს სიუზენ ალინსანგანს 2003 წელს დაებადა iPod-ის გასარეკლამებლად. ამის შემდეგ ეს მეთოდი გახდა სიმბოლო Apple-ის მუსიკალური დამკვრელის.

რგოლებში შავი სილუეტები ფერად ფონზე იყო გამოსახული, თავად მოწყობილობა კი თეთრი ფერით იყო გამოსახული. პერსონაჟების ცეკვა და კლიპების საერთო სტილისტიკა იცვლებოდა ფონური კომპოზიციის შესაბამისად.

2022 წელს კი iPod-ის გამოსახულება შეცვალა AirPods-მა, ხოლო სილუეტები - მთლიანად ჰარი სტაილსის ორეულებმა. საუნდტრეკად გამოყენებულია მომღერლის ახალი სიმღერა Music For a Sushi Restaurant მისი ახალი ალბომიდან harry's house.

კოკა კვირკველია