„წითელი კორიდორი“-რუსეთში შესვლას 3000-მდე სატვირთო ელოდება

რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, ათასობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული.

რუსეთში შესვლას 3000-მდე სატვირთო ელოდება. საქონელი ჩააქვთ საქართველოდან, თურქეთიდან, სომხეთიდან. გადამზიდავების ზარალი შეფერხების გამო შეფასებულია საშუალოდ, 600–700 ევროდ დღეში. 3 ივნისის მონაცემებით, მდგომარეობა ისევ რთულია.

ზემო ლარსი ერთადერთი სახმელეთო-სასაზღვრო პუნქტია, რომელიც რუსეთსა და ევროპას საქართველოს, სომხეთსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებთან აკავშირებს.

ეკა დარჩიაშვილი