საქართველოში 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 22.344 თეთრი იყო, რაც სამეზობლოს ქვეყნებში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საქართველოზე დაბალი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია, სადაც 1 კილოვატ საათის ღირებულება - 17.049 თეთრია.
რაც შეეხება სხვა მეზობლებს, სემეკის მონაცემებით, ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის შემდეგი საყოფაცხოვრებო ტარიფები მოქმედებს:
თურქეთი - 31.865 თეთრი 1 კვტ/სთ-ზე;
სომხეთი - 24.486 თეთრი კვტ/სთ-ზე.
რაც შეხება რუსეთს, იქ ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფები მოქმედებს. თუმცა საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 23-24 თეთრს შეადგენს.