შეკვეთილის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი იზრდება - კურორტის ყველაზე მასშტაბური პროექტი

კურორტი შეკვეთილი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ხდება. 5-მილიონიანი ინვესტიციით Black Sea Arena-სა და ზღვის სანაპიროს სიახლოვეს „ტოპლაინ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბური პრემიუმ-კლასის დასასვენებელი კომპლექსის Fidelio-ს განხორციელება დაიწყო. პროექტი მოიცავს ღია აპარტამენტებს, საცურაო აუზს, რესტორანს ტერასით, დასასვენებელ და შეხვედრების სივრცეებს, კონსიერჟ მომსახურებას.

საინტერესოა, განვითარების როგორი პოტენციალი აქვს შეკვეთილს და რა გახდა კურორტის მიმართ „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ დაინტერესების მიზეზი, ამის შესახებ კომპანიის დირექტორს ვასილ თამაზაშვილს ვესაუბრეთ:

285512459-718140036129240-8860752470494401894-n-1654512041.jpg

როგორია მოთხოვნა შეკვეთილზე და რამდენად ზრდადია აღნიშნული ტენდენცია?

შეკვეთილი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი მოთხოვნადი კურორტია. მიუხედავად დასასვენებელი კომპლექსების სიმცირისა, მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. კონკურენციასთან მიმართებაში ფასიც შედარებით მაღალია და კიდევ იზრდება. ამას განაპირობებს შეკვეთილის უნიკალური მდებარეობა, სადაც ზღვა და ტყე ერთ ზონაშია მოქცეული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ქვიშიანი სანაპიროს როლიც, მისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით და ის კულტურული ადგილები (დენდროლოგიური პარკი, მუსიკოსთა პარკი, სოციალური სივრცე, საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena), რომლებიც ერთ არეალშია მოქცეული. მათი ერთობლიობა საინტერესო ტურისტულ მიმართულებას ქმნის.

რა სახის დასასვენებელ თუ საცხოვრებელ აპარტამენტებზეა მოთხოვნა შეკვეთილში და რა განაპირობებს ამას?

ძირითადი დატვირთვა სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის საცხოვრებელ ბინებზე მოდის. ამ ეტაპზე, ერთადერთი მასშტაბური ინვესტიცია სამშენებლო კომპანია „ტოპლაინის“ მიერ ხორციელდება, რაც, შესაბამისად, კურორტის პოპულარიზაციას ზრდის. პროექტი Fidelio შეკვეთილის პირველი პრემიუმ კლასის კომპლექსი იქნება, რომლის სერვისები მოიცავს ყველაფერს, რაც სრულყოფილად დასვენებისთვის არის საჭირო.

269778172-444435367330135-6602387112244674092-n-1654512111.jpg

თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საინვესტიციოდ რამდენად შემოსავლიანია აპარტამენტის შეძენა შეკვეთილში?

ისევე როგორც სხვა საზღვაო კურორტებზე, შეკვეთილზეც ძირითადი დატვირთვა ზაფხულის სეზონზეა. შესაბამისად, ამ პერიოდში აღნიშნული აქტივი საკმაოდ შემოსავლიანი და მომგებიანია.

რაც შეეხება „ტოპლაინის“ პროექტ „ფიდელიოს“, მისი უნიკალურობა სწორედ ის არის, რომ გვთავაზობს სრულად კეთილმოწყობილ გარემოს, ენერგო-ეფექტური ნომრებითა და დამატებითი ინფრასტრუქტურით: საცურაო აუზი, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენინგ ცენტრი და რესტორანი ტერასით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შეკვეთილში მასშტაბური მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზი Blask Sea Arena მდებარეობს, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე მსოფლიოში ცნობილ არტისტებს მასპინძლობს, რაც, თავის მხრივ, რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდას უწყობს ხელს.

269853882-608994373664054-5757045841288696189-n-1654512150.jpg

როგორ დაიგეგმა Fidelio-ს განხორციელება, რის გათვალისწინებით შეარჩიეთ ადგილი და რა არის მისი მთავარი კონცეფცია?

პროექტი Fidelio-ს განხორციელება, შეკვეთილის უნიკალურმა მდებარეობამ განაპირობა. მისი ქვიშისა და კლიმატის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გავითვალისწინეთ.

ამჟამად კურორტის განვითარების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ როლს სწორედ ტოპლაინის პროექტი ასრულებს.

269760816-466754918216355-8206782767117231616-n-1654512224.jpg

როგორ ფიქრობთ, რა როლს ითამაშებს FIDELIO-შეკვეთილში როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური აქტივობების უფრო მეტად გააქტიურებაში?

Fidelio მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია და მისი მასშტაბები მოიცავს როგორც დასასვენებელ, ასევე სარესტორნო ბიზნესს, რაც შეკვეთილის დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. პირველი ასეთი მასშტაბის პროექტი კი სხვა ინვესტორებისთვის ერთგვარი სიგნალი იქნება, შეკვეთილი ბიზნესის დასაწყებად საინტერესო კურორტად განიხილონ. ვფიქრობ, კურორტს აქვს დიდი პოტენციალი, მოიზიდოს მაღალმხარჯველი ტურისტები, შესაბამისად, ადგილობრივ ბიზნესს და მაცხოვრებლებს შემოსავალი მნიშვნელოვნად გაეზარდოს. ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეკვეთილის პოპულარიზაცია და სხვა ინვესტორებისთვის ბიძგის მიცემა, რაც, ვფიქრობთ, კურორტის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.

მთავარი ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია