საუდის არაბეთი ეკო ქალაქის მშენებლობაში 500 მლრდ დოლარს დახარჯავს

საუდის არაბეთი ეკო ქალაქის მშენებლობაში 500 მლრდ დოლარს დახარჯავს. აღნიშნულ ქალაქში განთავსდება მსოფლიოს უდიდესი ცათამბჯენები.

ეკო ქალაქის - NEOM მშენებლობას საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს. აღნიშნული პროექტი ახალი არ არის, პირველადი გეგმები ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ კი უამრავი უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს.

თავდაპირველად პროექტისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი იყო გამოყოფილი, თუმცა ახლა თანხა გაორმაგდა.

თავდაპირველი გეგმა იყო ე.წ. ზონების აშენება, რომლებიც ერთმანეთს მიწისქვეშა ჰიპერსიჩქარიანი რკინიგზით დაუკავშირდებოდნენ. თუმცა, ამჟამინდელი გეგმებით, შენობები წითელი ზღვის სანაპიროდან უდაბნომდე გაგრძელდება და იქნება საცხოვრებელი, საცალო და საოფისე ფართების ნაზავი.

თეონა რამაზაშვილი