გონიოს მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს

გონიოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა იმ მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ გადასცეს, შემდეგ კი კვლავ ჩამოართვეს. სადაო მიწები გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე შეხვდა. იგი მოსახლეობას ალტერნატიულ ტერიტორიებს და იქ მიწის თანაბრად გადანაწილებას სთავაზობს, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

აქციის მონაწილეებმა და რეგიონის ხელმძღვანელმა სასაუბროდ დარბაზში გადაინაცვლეს.