საბერძნეთმა ევროზონის ლიდერებს განსახორციელებელი რეფორმების სია წარუდგინა

საბერძნეთმა ევროზონის ლიდერებს განსახორციელებელი რეფორმების სია წარუდგინა.

ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, ევროკომისიის პრესსპიკერი, მარგარიტის შინასი "ტვიტერზე" იტყობინება. "საბერძნეთის მთავრობამ დროულად წარმოადგინა გასატარებელი რეფორმების სია" - წერს შინასი.

გავრცელებული ცნობით, ის ზომები, რაც ათენმა ევროზონისგან ფინანასური დახმარების სანაცვლოდ უნდა მიიღოს, გადასახადების გადაუხდელობის, კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. საბერძნეთმა ასევე უნდა გაამკაცროს ფისკალური პოლიტიკაც. გასულ კვირას ევროზონის ქვეყნები ათენს ფინანსური დახმარების 4 თვით გაგრძელებაზე სწორედ გარკვეული რეფორმების სანაცვლოდ დათანხმდა.