"რუსული მაკდონალდსის" ფილიალებში ერთსა და იმავე პროდუქციას სხვადასხვა ფასი ექნება

"რუსული მაკდონალდსის" რესტორნებში ფასები რესტორნის ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. ამის შესახებ ქსელის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნატალია მერკუშოვამ განაცხადა.

„განახლებული მიტანის აპლიკაცია, სახელწოდებით „ჩემი ბურგერი“, ავტომატურად განსაზღვრავს საკვების ფასებს იმის მიხედვით, თუ რომელი რესტორანია მომხმარებელთან ყველაზე ახლოს“, - თქვა მან.

მაგალითად, ჩიზბურგერის ფასი მომხმარებლების ნაწილთან 39 რუბლი იქნება, ნაწილთან - 63 რუბლი. ცეზარი-როლი კი ერთგან 163 რუბლი ეღირება, ხოლო მეორეგან - 231 რუბლი.

შეგახსენებთ, რომ მარტში „მაკდონალდსმა“ რუსეთში ყველა რესტორანი დახურა, მაისში კი ქვეყნიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 19 მაისს, ამერიკულმა კორპორაციამ განაცხადა, რომ თავის ბიზნესს ადგილობრივ ბიზნესმენს, ალექსანდრ გოვორს მიყიდდა. ეს უკანასკნელი კი მას ახალი ბრენდის ქვეშ განავითარებდა.

ეკა დარჩიაშვილი