შოლცი: გერმანიამ სწრაფად და უსაფრთხოდ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს

„ჩვენ ძალიან დიდხანს და ცალმხრივად ვეყრდნობოდით რუსეთიდან ენერგიის მოწოდებას. ძველი ფორმულა, რომლის მიხედვით რუსეთი არის საიმედო პარტნიორი გერმანიისთვის, კრიზისულ სიტუაციაშიც კი უკვე არ გამოიყენება“, - განაცხადა კანცლერმა.

გაზეთის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ უნდა მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ.

გარდა ამისა, შოლცმა აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონს ანტირუსული სანქციების შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო დახმარება აღუქვა. მისი თქმით, სანავთობო ემბარგო არ უნდა იწვევდეს ფასის ასეთ სხვაობას საწვავზე რეგიონებს შორის და გარანტირებული უნდა იყოს მიწოდება და ხელმისაწვდომობა ენერგიაზე.

კოკა კვირკველია