მაღალი ფასების გამო, იაპონელი ფერმერები ბრინჯის ნაცვლად ხორბალზე გადასვლას გეგმავენ

2022 წლიდან, იაპონიაში ბრინჯის საკულტივაციო მოედნები ხორბლით ჩანაცვლდება. მიზეზად მომატებული ფასი სახელდება. ინფორმაციას Japan Today აქვეყნებს.

„სულ უფრო მეტი ფერმერი გადადის ხორბალსა და სოიოზე, რადგან მსოფლიოში მათი ფასი მატულობს. გარდა ამისა, მათ მწარმოებელ ქვეყნებში მოთხოვნა უკვე მაღალ დონეზეა“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

იაპონიის მიერ მოხმარებული ხორბლის დაახლოებით 80% და სოიოს 90% იმპორტირებულია. ბოლო თვეებში ეს კულტურები უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე გაძვირდა.

42-დან 37 პრეფექტურა შეწყვეტს ბრინჯის წარმოებას, ანალიტიკოსების შეფასებით, ბრინჯის კულტივაციის მთლიანი ფართობი 35 000 ჰექტარით შემცირდება.

ეკა დარჩიაშვილი