რომელი უცხოური კომპანიები გავიდნენ ან დარჩნენ რუსეთში - Yale-ის ინსტიტუტის განახლებული სია

უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის, 1000-მა კომპანიამ რუსეთში ოპერაციები ნებაყოფლობით შეამცირა, რაც საერთაშორისო სანქციების შესახებ კანონის მოთხოვნათა მინიმუმზე ზედა ზღვარის შესაბამისად მოხდა. თუმცა ზოგიერთი კომპანია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს. ამის შესახებ ბიზნესლიდერთა სწავლების ინსტიტუტის, Yale School of Management-ის განახლებულ ანგარიშში წერია, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Yale-მა 1200-ზე მეტი კომპანიის განცხადება შეისწავლა, რომლის წინა სიაც რუსეთიდან „გასული“ და „დარჩენილი“ კომპანიების მხოლოდ ორი კატეგორიით იყოფოდა. ამჯერად Yale-მა რუსეთიდან გასული კომპანიების სია ბიზნესოპერაციების სრულად შეწყვეტის მიხედვით ხუთი, A-დან F-მდე კატეგორიით დაყო.

F კატეგორია 246 უცხოურ კომპანიას აერთიანებს, რომელმაც რუსეთიდან გასვლაზე ან ოპერაციების შემცირებაზე უარი განაცხადა და რუსეთში ჩვეული რეჟიმით საქმიანობს. ამ კომპანიებს შორის არიან: Air China (ჩინეთი), Air Serbia (სერბეთი), Alibaba (ჩინეთი), Anadolu Efes (თურქეთი), Ariston Group (იტალია), Auchan-Retail (საფრანგეთი), Benetton (იტალია), Chipita (საბერძნეთი), Clarins (საფრანგეთი), Didi (ჩინეთი), Egyptair (ეგვიპტე), Emirates Airlines (გაერთიანებული საემიროები), Etam (საფრანგეთი), Fondital (იტალია), Fujifilm (იაპონია), Giorgio Armani (იტალია), Globus (გერმანია), Gorenje (სლოვენია), Honor (ჩინეთი), Koton (თურქეთი), Makita (იაპონია), Pegasus (თურქეთი), Qatar Airways (ყატარი), Turkish Airlines (თურქეთი), Uzbekistan Airways (უზბეკეთი) და სხვ.

D კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომლებმაც რუსეთში ახალი ინვესტიციები და განვითარება შეაჩერეს. მათი რაოდენობა 161-ს შეადგენს. კერძოდ, ამ კატეგორიის კომპანიებმა გადადეს სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციები, განვითარება, მარკეტინგი, თუმცა არსებით ბიზნესს განაგრძობენ. ესენია: Bolt (ესტონეთი), Domino's Pizza (აშშ), Hilton (აშშ), HiPP (შვეიცარია), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Huawei (ჩინეთი), Hyatt (აშშ), Intercontinental Hotels (დიდი ბრიტანეთი), Johnson & Johnson (აშშ), Knauf (გერმანია), Lenovo (ჰონგ კონგი), Nestle (შვეიცარია), Pfizer (აშშ), Philips (ნიდერლანდები), Procter & Gamble (აშშ), Red Bull (ავსტრია), Roche (შვეიცარია), Sanofi (საფრანგეთი), Subway (აშშ),Toshiba Group (იაპონია), Xiaomi (ჩინეთი) და სხვ.

C კატეგორიის 162-მა კომპანიამ რუსეთში მიმდინარე ოპერაციები შეამცირა, ანუ ეს არის კომპანიები, რომლებიც ზოგიერთ მნიშვნელოვან ბიზნესოპერაციებს ამცირებენ, მაგრამ ზოგიერთ სხვა საქმიანობას განაგრძობენ. ამ კომპანიებს შორის აირან: Adobe (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Credit Suisse (შვეიცარია), Eni (იტალია), Ferrero (იტალია), Goldman Sachs (აშშ), Herbalife (აშშ), Indesit (იტალია), Iveco (იტალია), JPMorgan (აშშ), Lotos (პოლონეთი), Mars (აშშ), Microsoft (აშშ), Pepsi (აშშ), Philip Morris (აშშ), Total Energies (საფრანგეთი), Toyota (იაპონია), UBS (შვეიცარია), Valentino (იტალია) და სხვ.

B კატეგორიის 475 კომპანიამ რუსეთში დასაბრუნებლად შესაძლებლობები დაიტოვა. ისინი დროებით ზღუდავენ უმეტეს ან თითქმის ყველა ოპერაციას, ხოლო დაბრუნების გზებს ღიად ტოვებენ. ესენია: Acer (ტაივანი), Adidas (გერმანია), Air Astana (ყაზახეთი), Air France (საფრანგეთი), Airbnb (აშშ), Alphabet (აშშ), Amazon (აშშ), American Airlines (აშშ), American Express (აშშ), Apple (აშშ), Asus (ტაივანი), Audi (გერმანია), Austrian Airlines (ავსტრია), Azerbaijan Airlines (აზერბაიჯანი), BMW (გერმანია), Booking (აშშ), Bridgestone Tire (იაპონია),British Airways (დიდი ბრიტანეთი), Budweiser Budvar (ჩეხეთი), Canon (იაპონია), Chevron (აშშ), eBay (აშშ), Ericsson (შვედეთი), FedEx (აშშ), Ferrari (იტალია), Ford (აშშ), Fujitsu (იაპონია), H&M (შვედეთი),Honda (იაპონია), Hugo Boss (გერმანია), Hyundai (სამხრეთ კორეა), Ikea (შვედეთი), Intel (აშშ), Kärcher (გერმანია), KLM (ნიდერლანდები), L'Oreal (საფრანგეთი), Lego (დანია), Levi Strauss (აშშ), LG Electronics (სამხრეთ კორეა), Maersk (დანია), Marriott (აშშ), Mastercard (აშშ), Mazda (იაპონია), Mercedes-Benz (გერმანია), Meta (აშშ), Mitsubishi Motors (იაპონია), Nike (აშშ), Nissan (იაპონია),Panasonic (იაპონია), Porsche (გერმანია), Puma (გერმანია), Renault (საფრანგეთი), Rolex (შვეიცარია), Samsung (სამხრეთ კორეა), Sony (იაპონია), Victoria’s Secret (აშშ), Visa (აშშ), Volkswagen (გერმანია), Volvo (შვედეთი), Western Union (აშშ), Wizz Air (უნგრეთი), Xerox (აშშ) და სხვ.

A კატეგორიაში ე.წ. Clean Break-ის, ანუ ქირურგიული მოკვეთის, რეზექციის გადწყვეტილების მიმღები 325 კომპანია შედის, რომლებიც რუსეთში ჩართულობას მთლიანად აჩერებენ ან საბოლოოდ ტოვებენ ქვეყანას. ამ კომპანიებს შორის არიან: McKenzie (აშშ), Bonava (შვედეთი), BP (დიდი ბრიტანეთი), Deutsche Telekom (გერმანია), Exxon (აშშ), Heineken (ნიდერლანდები), Henkel (გერმანია), HP (აშშ), IBM (აშშ), JYSK (დანია), Lufthansa (გერმანია), McDonald's (აშშ), Moody's (აშშ), Nasdaq (აშშ), Netflix (აშშ), Nokia (ფინეთი), OBI (გერმანია), Pandora (დანია), PwC (აშშ), Qantas Airlines (ავსტრალია), Rio Tinto (ავსტრალია), S&P 500, ანუ S&P Dow Jones Indices (აშშ), Shell (დიდი ბრიტანეთი), Siemens (გერმანია), Skoda (ჩეხეთი), Societe Generale (საფრანგეთი), Spotify (შვედეთი), Starbucks (აშშ), TeamViewer (გერმანია), TUI (გერმანია), Uber (აშშ), United Airlines (აშშ), Valio (ფინეთი), Vitol (შვეიცარია) და სხვ.

Yale-ის ინსტიტუტმა პირველი სია 28 თებერვალს გამოაქვეყნა, როცა მხოლოდ რამდენიმე ათეულ კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული რუსეთიდან გასვლა, რაც ორ თვეში, თითქმის, 1000 კომპანიამდე გაიზარდა.

სია ფინანსური ანალიზის, ეკონომიკის, ბუღალტერიის, სტრატეგიის, მმართველობის, გეოპოლიტიკისა და ევრაზიის საკითხებში Yale-ის ქსპერტთა გუნდმა შეადგინა, რომელიც 10 ენას, მათ შორის რუსულს, უკრაინულს, გერმანულს, ფრანგულს, იტალიურს, ესპანურს, ჩინურს, ინდურს, პოლონურსა და ინგლისურს ფლობს. მონაცემების შედგენისთვის მთავრობის მარეგულირებელი და საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიების განცხადებები, ფინანსური ანალიტიკოსების ანგარიშები, Bloomberg-ის, FactSet-ის, MSCI-ის, Thomson Reuters-ის კვლევები, ასევე, 166 ქვეყნის ბიზნეს-მედიისა და არასაჯარო წყაროები იქნა გამოყენებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ