„პროდუქციის 80% არ გაძვირებულა“ - როგორია სათამაშოების მწარმოებელი ქართული  კომპანიების გეგმები

მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, სათამაშოების მწარმოებელ ქართული კომპანიების ნაწილს პროდუქციაზე ფასი არ მოუმატებია, ნაწილი კი იძულებული გახდა ფასი გაეზარდა.

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „დადარის“ დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია 35%-ით გაძვირდა. მისი თქმით, პროდუქციას ხისგან მზადდება, რომელსაც ადგილობრივებისგან ყიდულობენ.

„შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე კი, გაძვირდა ხეც და საღებავიც, ამიტომ ფასების ზრდა სათამაშოებზეც აისახა და დაახლოებით 35%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვგეგმავთ საერთაშორისო ექსპორტზე გასვლას“, - აცხადებს გობეჯიშვილი.

283977617-5228542787207539-4794634404141264377-n-1655209206.jpg

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაის“ დამფუძნებლის, თამარ ბუიღლიშვილის თქმით კი, მათ ფასები მხოლოდ ახალ კოლექციაზე გაზარდეს: „სათამაშოებისთვის ნაჭერს თურქეთიდან ვყიდულობთ. ბოლო თვეებში ფასი, რა თქმა უნდა, მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ჩვენს პროდუქციაზე ეს მატება მიზერულად აისახა. სათამაშოების 80% არ გაძვირებულა, ახალი კოლექციის ღირებულება კი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა“.

როგორც „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა განაცხადა, უახლოეს მომავალში, ქართული ბრენდი პარიზსა და ფლორენციაში საერთაშორისო გამოფენაზე მიემგზავრება. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები, რომელიც პროდუქციის ექსპორტთან არის დაკავშირებული.

272056699-4703640709685332-5358918523123883374-n-1655209222.jpg

ეკა დარჩიაშვილი