ჯეკ დენიელსისა და კოკა-კოლას კოლაბორაციით კოქტეილი შეიქმნება

ჯეკ დენიელსისა და კოკა-კოლას თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლეა - სასმელების ორი გიგანტი მწარმოებელი მათ გაერთიანებას კოქტეილის სახით გეგმავს.

სიახლე პირველად მექსიკის ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა უკვე თანამშრომლობს ლუდსახარშთან Constellation Brands Inc, რათა Fresca-ს ბრენდის მზა კოქტეილები გაყიდოს.

მზა სასმელის პროდუქციის ბაზარი იზრდება და შესაძლოა, 2025 წლისთვის ალკოჰოლი მსოფლიო ბაზრის 8%-ს პროცენტს წარმოადგენდეს.

ეკა დარჩიაშვილი