ისრაელი და ევროკავშირის გაზის ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელს მოაწერენ

ისრაელი და ევროკავშირი აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას ისრაელიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ებრაული რადიო ავრცელებს.

რადიოს ცნობით, ხელმოწერა მოხდება დღეს - ურსულა ვონ დერ ლაიენის ისრაელში 3-დღიანი ვიზიტის ბოლო დღეს.

გაზეთი Maariv აღნიშნავს, რომ ისრელს შეუძლია გახდეს ევროპის ერთ-ერთი მთავარი გაზის მიმწოდებელი იმ პოლიტიკის ფონზე, რომ ევროკავშირი ცდილობს მოიპოვოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა. სამშაბათს ბენ-ჰურიონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ვონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ისრაელთან თანამშრომლობის გაძლიერებით, იმ ფონზე როცა ევროპაში სულ უფრო ფუჭდება ურთიერთობები რუსეთთან. მისივე თქმით, მოსკოვის პოზიცია უბიძგებს ევროკავშირს, ეძებოს გაზის ალტერნატიული მომწოდებლები.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა მოცულობის გაზის ექსპორტს შეძლებს ისრაელი ევროკავშირში და ვიდრე არ არის გაზსადენი აშენებული, ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ეგვიპტის პორტებიდან ტრანზიტზე.

კოკა კვირკველია